გრიგორი კარასინი:  რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შეთანხმება რუსულ ინტერესებს სრულად შეესაბამება

გრიგორი კარასინი: რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შეთანხმება რუსულ ინტერესებს სრულად შეესაბამება

რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შეთანხმება „სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ რუსულ ინტერესებს სრულად შეესაბამება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, სახელმწიფო დუმაში, ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესი 2010 წლიდან მიმდინარეობდა, რა დროსაც მოხდა ე.წ. საზღვრის 74-კილომეტრიანი მონაკვეთის დელიმიტაცია.

„ერთობლივ სამუშაოში დავეფუძნეთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვარს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის არსებობდა“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება საშუალებას მისცემს რუსეთს, „დაიწყოს სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დემარკაციის პროცესი“.

დოკუმენტს გასული წლის 18 თებერვალს მოეწერა ხელი.