,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ევროპარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შესაძლოა ევროპის სახალხო პარტია ერთსულოვანი არ იყოს.
როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახალხო პარტიის პირდაპირი პარტნიორი ,,ნაციონალური მოძრაობაა“.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხმა დაბრკოლებების გარეშე ჩაიაროს. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარმოდგენილი და მის გარეთ, იმუშაონ თავიანთ ევროპელ პარტნიორებთან და უზრუნველყონ მათი მხარდაჭერა ევროპარლამენტში . თუმცა არსებობს გარკვეული წინაპირობაც, რომ შესაძლოა ,,ევროპის სახალხო პარტიამ“ , რომელიც პირდაპირი პარტნიორი გახლავთ ,,ნაციონალური მოძრაობის“, არ იყოს ერთსულოვანი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამაში გაკვეული მონაწილეობა ჰქონდეს ,,ნაციონალურ მოძრაობასაც“ მიღებული“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
20-21 აპრილს ევროპარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა იგეგმება .