ესპანეთის მრეწველობის მინისტრი ე.წ. პანამის დოსიეს გამო გადადგა. ხოსე მანუელ გარსიამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის მმართველი იყო.
„ვაცხადებ, რომ დღეიდან ყველანაირ პოლიტიკურ საქმიანობას ვწყვეტ“, - განაცხადა ექს-მაღალჩინოსანმა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა პანამური კომპანია Mossack Fonseca-ს 11 მილიონზე მეტი დოკუმენტი 3 აპრილს გაასაჯაროვა.