მთიან ყარაბაღში ”შეხების ხაზზე” მორიგი ესკალაციის შედეგად აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები დაიღუპნენ. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე იტყობინება, გუშინ დაიღუპა უმცროსი სერჯანტი რუსთამ ორუჯ ოღლუ ახმედოვი.
თავის მხრივ, სომხური მხარე ავრცელებს ინფორმაციას ორ დაღუპულ სომეხ სამხედრო მოსამსახურეზე. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, 15 აპრილს აზერბაიჯანული მხარის სამხედრო ქმედებებს ემსხვერპლნენ მანველ გრიგორიანი და ჰამლეთ ხაჯოიანი.
დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულეს.