საპარლამენტო უმცირესობამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისევ დააყენა პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსვლის საკითხი.
როგორც უმცირესობის წევრმა, გია ბარამიძემ სხდომაზე განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია პარლამენტში მოვიდეს და ”რადგან ის უკვე მერამდენე სხდომაა პარლამენტში არ მოდის, ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების სამსახური არ მუშაობს”.
სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას ხმაური მოჰყვა.
პარლამენტის ვიცე სპიკერ, მანანა კობახიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ყოველი ბიუროს სხდომა მათ დაეთმოთ.
”ყოველ სხდომაზე უმცირესობა ცდილობს ბიურო მათ დაეთმოთ და იქნებ ბატონო გია დამამშვიდებელი დალიოთ და დამშვიდდეთ,“ - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
სხდომა ამ წუთებშიც ხმაურით მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს რამდენიმე დღის წინაც დაუპირისპირდნენ.