თურქეთი ვატიკანს შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

თურქეთი ვატიკანს შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

თურქეთის დაზვერვა ვატიკანს "ისლამური სახელმწიფოს" მიერ შესაძლო ტერაქტების მოწყობის შესახებ აფრთხილებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა შესაძლო ტერაქტების მოწყობის შესახებ, ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში შეიტყვეს.

თურქეთის დაზვერვის მონაცემებით, ტერორისტების ინტერნეტ-პროპაგანდისტულ ჟურნალში, ვატიკანი ერთ-ერთ სამიზნედ არის მოხსენიებული.