აშშ უკრაინას მორიგ ტრანშს გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კიევი ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.
კიევისა და ვაშინგტონის თანამშრომლობის საკითხზე უკრაინის პრეზიდენტსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„პრეზიდენტმა პოროშენკომ აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება რეფორმებს გააგრძელებს, აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მინსკის შეთანხმებებს შეასრულებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.