აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს რუსული ბომბდამშენების ჩამოგდების უფლება ჰქონდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა. რამდენიმე დღის წინ რუსულმა სუ-24-ებმა ბალტიის ზღვაში ამერიკულ საესკადრო ნაღმოსან USS Donald Cook-ს რამდენიმე მეტრში გადაუფრინეს.
ჯონ კერიმ აღნიშნული ინციდენტი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვს უკვე აცნობეს, რომ ასეთი სახის მანევრები ძალზე სახიფათოა და ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევა აღარ მოხდება.
„ჩვენ ვგმობთ მსგავს საქციელს“, - განაცხადა კერიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში და რუსული ავიაციის ქმედებებს პროვოკაციული უწოდა.