ევროპარლამენტი ე.წ პანამის ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის. როგორც euronews.ge წერს, კომისიის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პრეზიდიუმის კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარისა და პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების მონაწილეობით გაიმართა.
მათივე განმარტებით, გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ერთხმად იქნა მიღებული.