შვედეთის პროკურატურა ჯულიან ასანჟის დაპატიმრების ორდერის ანულირების წინააღმდეგია

შვედეთის პროკურატურა ჯულიან ასანჟის დაპატიმრების ორდერის ანულირების წინააღმდეგია

შვედეთის პროკურატურა WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაპატიმრების ორდერის ანულირების წინააღმდეგია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო The Local-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით euronews.ge წერს.

“ასანჟი ეჭვმიტანილია სერიოზულ დანაშაულში და არ არის გამორიცხული, რომ მან გაქცევა სცადოს,” – განაცხადეს შვედეთის პროკურატურაში.

ასანჟს ბრალად 2010 წელს, ორი ქალის გაუპატიურება ედება. WikiLeaks-ის დამფუძნებელი ბრალდებას უარყოფს.