მთიანი ყარაბაღის ბედი სომეხმა და აზერბაიჯანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტონ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა.
„რუსეთი დაინტერესებულია ამ საკითხის გადაწყვეტაში, რადგან ჩვენ გვსურს სრულფასოვნად ვიმუშავოთ როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. რუსეთში ბევრი სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს, საუბარია მილიონებზე. რუსეთი თავისი წვლილის შეტანას გააგრძელებს, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობამ უნდა მიიღონ“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი კონფლიქტის დარეგულირებაში დაინტერესებულია და სურს იმუშავოს როგორც ბაქოსთან, ისე ერევანთან.