ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 116-ეა

ერთ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 116-ეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიურმა შემოსავალმა 3 789 დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოს მსოფლიოში 116-ე ადგილი უჭირავს. ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით კი, 2015 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 9 630 დოლარი იყო, რითაც მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგში 108 ადგილზე ვართ (გასულ წელსაც 108-ზე ვიყავით).

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (PPP) ყველაზე მაღალი ყატარაშია - 132 000 დოლარი, მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 99 000 დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა წლიური 630 დოლარით. ბოლოდან მეორეზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 770 დოლარით.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სურათია: რუსეთი - 25 400 დოლარი, თურქეთი - 20 400 დოლარი, აზერბაიჯანი - 18 000 დოალრი, სომხეთი - 8 470 დოლარი, უკრაინა - 7 520 დოლარი.