იენს სტოლტენბერგი:  ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა ნატო-სთვის მნიშვნელოვანია

იენს სტოლტენბერგი: ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა ნატო-სთვის მნიშვნელოვანია

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს შეხვდა.

როგორც euronews.ge წერს, შეხვედრის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა ნატო-სთვის მნიშვნელოვანია.

“ევროკავშირში ძლიერი ბრიტანეთის ყოფნა მნიშვნელოვანია ნატო-სთვის”, განაცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან.

მხარეებმა ასევე განიხილეს ვარშავის სამიტის პრიორიტეტები, ტერორიზმსა და ”ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის თემები.