იუსტიციის მინისტრი მზადაა, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი არ შეცვლის გადაწყვეტილებას და მაისიდან დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია, უწყებათაშორისი კომისია შექმნას.
"2016 წლის პირველ აგვისტოს, როგორც მე ეს კანონით მევალება, თუმცა თუკი პრეზიდენტის ნება იქნება პირველ ივლისს, შევქმნი უწყებათაშორის კომისიაs. პარტიებს, როგორც ყოველთვის, ექნებათ ადგილი, სად უნდა განაცხადონ თავიანთი წუხილების შესახებ", - განუცხადა წულუკიანმა "კურიერს".
ცნობისთვის, უწყებათაშორისი კომისია, არჩევნების გამართულად და გამჭვირვალედ ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას და მის მეთაურს 10 დღიანი ვადა ჰქონდა. დღეს კი, პრემიერმა კვირიკაშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებული განკარგულება პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა. პრემიერს მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო პერიოდად 3 თვე უნდა გამოიყოს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აქტს, მაისის დასაწყისში გამოსცემს.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაიწყება და თუ ფინანსური მხარდაჭერა გახდება საჭირო, პრეზიდენტის ფონდი არჩევნების ადმინისტრირებისთვის მთავრობას დაეხმარება.