ტერაქტებში ეჭვმიტანილ სალაჰ აბდესლამს ბირთვული კვლევის ცენტრის შესახებ დოკუმენტები აღმოაჩნდა

ტერაქტებში ეჭვმიტანილ სალაჰ აბდესლამს ბირთვული კვლევის ცენტრის შესახებ დოკუმენტები აღმოაჩნდა

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილ სალაჰ აბდესლამს ბირთვული კვლევის ცენტრის შესახებ დოკუმენტები აღმოაჩნდა.

როგორც euronews.ge წერს, მისი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა, გერმანიის ქალაქ იულიხის ბირთვული კვლევის ცენტრის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები ამოიღეს.

”ამოღებულ დოკუმენტებში ასევე ნაპოვნია აღნიშნული ცენტრის თავმჯდომარის, ვოლფგანგ მარკვარდტის ფოტოსურათები. მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია საპარლამენტო კომისიის წარმომადგენლებს კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა, ჰანს-გეორგ მასენმა მიაწოდა”, - წერს euronews.ge და განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.