უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პოსტზე ანდრეი პარუბი დაინიშნა. იგი ვლადიმერ გროისმანს ჩაანაცვლებს, რომელიც დღეს რადამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა.
უკრაინული მედიის ცნობით, პარუბის კანდიდატურას რადაში 284-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამ დრომდე იგი უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
სიტყვით გამოსვლისას, პარუბიმ განაცხადა, რომ მის მიზანს უმაღლესი რადას ერთიანობის შენარჩუნება წარმოადგენს. რადაში დღეს უკრაინის პრემიერის გარდა, ქვეყნის ახალი მინისტრთა კაბინეტიც დაამტკიცეს.