”რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების მაისში გამოცემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ”შექმნილი პოლიტიკური ვითარების არაადეკვატურად” აფასებს.
”პრეზიდენტის განცხადება, რომ რადგან ახლა მას უნდა და არ დათანხმდნენ, მაშინ მაისში გამოსცემს აქტს - ღიმილისმომგვრელია, რადგან თუ მაისში გამოცემულ აქტს პრემიერი არ დაეთანხმება და ხელს არ მოუწერს ანუ თუ არ მოხდება კონტრასიგნაცია, რა სიტყვაც ახლა ძალიან პოპულარულია, მაშინ უკვე პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება ახალი განკარგულება მინიმუმ 6 თვის ვადაში გამოსცეს. პრეზიდენტის ფუჭი, ყალბი გასროლა ვის ემუქრება, მაინც ვერ გავიგე. პრეზიდენტის ეს განცხადება არ არის შექმნილი პოლიტიკური ვითარების ადეკვატური”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა თუმცა ”აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს”.