თუ ტერორიზმის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებთ, „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ უფრო გაძლიერდება

თუ ტერორიზმის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებთ, „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ უფრო გაძლიერდება

თუ ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ არ ვიბრძოლებთ, „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ უფრო გაძლიერდება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სირიაში მშვიდობა სამხედრო ოპერაციებით ვერ მიიღწევა და ამისთვის საჭიროა მოლაპარაკებები.

„უნდა მოხდეს შეთანხმება, რათა ყველა დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მიღებულ იქნას კონსტიტუცია, კონსტიტუციის საფუძველზე კი ჩატარდეს არჩევნები და ასეთი გზით მოხდეს კრიზისიდან გამოსლა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინი „პირდაპირი ხაზის“ ფარგლებში პირდაპირ ეთერში პასუხობს მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს.