გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც კლინიკები არ გვაწვდიდნენ ინფორმაციებს გადანერგვის ოპერაციების შესახებ, რაც მიუღებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების პროექტი დაამტკიცეს.
სერგეენკოს განმარტებით, აღნიშნული დადგენილებით გასწორდა ის შეუსაბამომები, რომელიც 2001 წლის კანონსა და 2010 წლის დადგენილებას შორის იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ დასახელება ერთგვარ ბრუტალურ ელფერს შეიცავს, რეალურად ეს ადმინისტრირების საკითხებია. ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაცია (გადანერგვა) ერთ-ერთი მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობაა. შეუსაბამობაა 2001 წლის კანონსა და 2010 წლის მთავრობის დადგენილებას შორის, კერძოდ, ის, რომ კანონში ეწერა, სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდა ვალდებულბა შეტყობინების შესახებ ვინ არის დონორი და ვინ არის პაციენტი, ხოლო ლიცენზიებისა და ნებართვების დადგენილების შესახებ დადგენილებაში ეს ვალდებულება არ ეწერა. გამოკვეთა შემთხვევები, როდესაც კლინიკები არ გვაწვდიდნენ ინფორმაციებს, ჩამოჰყავდათ დონორები, მიჰყავდათ პაციენტები და აკეთებნდენ გადანერგვის ოპერაციებს და მთავრობა ამის შესახებ არაფერი იცოდა, რაც მიუღებელია დიდი რისკის გამო და ეს ცვლილება სწორედ ამას ეხება“, - განაცხადა სერგეენკომ.