უკრაინის რადამ ვლადიმერ გროისმანი პრემიერის თანამდებობაზე დაამტკიცა

უკრაინის რადამ ვლადიმერ გროისმანი პრემიერის თანამდებობაზე დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურა დაამტკიცა. ამავე დროს საკანონმდებლო ორგანომ დააკმაყოფილა უკვე ყოფილი პრემიერის, არსენი იაცენიუკის გადადგომის შესახებ განცხადება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

არსებული ინფორმაციით, გროისმანის კანდიდატურას 257-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 50 კი მის წინააღმდეგ გამოვიდა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ პარტია „ბატკივშინას“ ფრაქცია ოპოზიციაში გადადის. როგორც პარტიის ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, „ბატკივშინა“ ახლა კონსულტაციებს მართავს სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ ახალი სახელმწიფო პოლიტიკა შეიმუშვონ.