მოსკოვში ასზე მეტი მიგრანტი საკვები პროდუქტების შედეგად მოწამვლის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილი მიგრანტები ძირითადად უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. როგორც ცნობილია, ისინი ერთ-ერთ თურქულ სამშენებლო კომპანიაში მუშაობენ.
140-მდე მიგრანტი სადილის შემდეგ მოიწამლა, რა დროსაც მათ კომპანიის მიერ დაქირავებული მზარეულის მიერ მომზადებული კარტოფილის პიურე და ქათამი მიირთვეს. ამჟამად სამართალდამცველები ადგენენ თუ რამ გამოიწვია მიგრანტების მასობრივი მოწამვლა. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა თურქული კომპანიები ჰიგიენური ნორმების დაუცველობაში ამ დრომდე არაერთხელ გააკრიტიკეს.