კახა კალაძე:NDI-ს კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ

კახა კალაძე:NDI-ს კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ

NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ეს არის კონკრეტული პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე მორგებული კვლევები.

„მე ვფიქრობ, სერიოზულობით ვუპასუხოთ NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს, არ იქნება სწორი. ჩვენ გვახსოვს NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები 2012 წლიდან მოყოლებული და შემდეგ თუ რა რეალურ შედეგს ვიღებდით არჩევნებზე, ამიტომ, მე ვფიქრობ, NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ“, - განაცხადა კალაძემ.