ჟან-კლოდ იუნკერი - დროა, ნამდვილი უსაფრთხოების კავშირი შევქმნათ

ჟან-კლოდ იუნკერი - დროა, ნამდვილი უსაფრთხოების კავშირი შევქმნათ

დროა ნამდვილი უსაფრთხოების კავშირი შევქმნათ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.
როგორც euronews.ge წერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ რუკაზე რომელიმე ქვეყნის მდებარეობა არ განსაზღვრავს მის წილს საემიგრაციო კრიზისის მოგვარებაში.
”დადგა დრო მოქმედების აუცილებლობისა. ფრაგმენტაცია უსაფრთხოების სექტორში, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროებში არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ მოწყვლადები ვართ. დროა, ნამდვილი უსაფრთხოების კავშირი შევქმნათ”, - განაცხადა.