ნიკოლას ბერლინერი - საქართველოს შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება

ნიკოლას ბერლინერი - საქართველოს შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, მომავალი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული და კულტურული ტრადიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამის შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობაზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა წინასაარჩევნოდ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაგალითად ამერიკაში კვლევები ძალიან ხშირად დიდი რაოდენობით ტარდება, ყოველდღე ერთსა და იმაზე ადგილას შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა კვლევა, მაგრამ განსახვავებული შედეგები იყოს მიღებული. 

ელჩის მოვალეობის შემსრულების თქმით, შესაძლოა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ასევე იყოს ინტერპრეტირებული, მაგრამ ყველა კვლევა საინტერესოა, ვინაიდან ის ასახავს მოსახლეობის პოზიციას. ბერლინელის თქმით, ყველა კვლევა უნდა გამოიყენონ პოლიტიკურმა ძალებმა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაცისთვის მისაღები არ იყოს. 

„პოლიტიკური გამოკითხვები არის ინსტრუმენტი, რომელიც თუ ბრძნულად იქნა გამოყენებული, შეიძლება დაეხმაროს ქვეყანას არჩევნების ჩატარებაში, დაეხმაროს საარჩევნო კანდიდატებს. საქართველოს შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება და იმედია, აღნიშნული გამოკითხვები დაეხმარება ქვეყანას მომავალი არჩევნების ჩატარებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ბერლინერმა.