ბარაკ ობამა - „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ერაყსა და სირიაში სუსტდება

ბარაკ ობამა - „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ერაყსა და სირიაში სუსტდება

„ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ერაყსა და სირიაში სუსტდება. ამის შესახებ „ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა. 

მისივე თქმით, აშშ-ის კოალიციური ძალების მცდელობის შედეგად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. 

„ყოველ დღე „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები იღვიძებენ და ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს მათი ბოლო დღე იყოს. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებისთვის ბოლო რამდენიმე თვე ცუდი პერიოდი იყო“, - განაცხადა ობამამ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურში ვიზიტისას. 

თეთრი სახლის ლიდერს ამჯერად ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ახალი ნაბიჯები არ დაუსახელებია. „ისლამური სახელმწიფო“ სირიისა და ერაყის ტერიტორიის ნაწილს ამ დრომდე აკონტროლებს.