პრემიერი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის

პრემიერი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის. 
შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე. შესაბამისად, მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.