ვარკეთილის მესამე მასივში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. 35 წლამდე ასაკის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მეზობლების თქმით, ოჯახში კონფლიქტი ხშირად ხდებოდა. ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.