არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხს მთავრობა სავარაუდოდ ხვალინდელ სხდომაზე განიხილავს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტი ტრადიციულად 09:00 საათზე შეიკრიბება.
პრეზიდენტმა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას და მის მეთაურს 10 დღიანი ვადა აქვს. აქედან გამომდინარე, აღმასრულებელ ხელისუფლებას პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ სწორედ ხვალინდელ სხდომაზე მოუწევს.
მთავრობის სხდომის ოფიციალური დღის წესრიგი ჯერჯერობით უცნობია.