„აუდიტორია 115“-ის წევრები დავით ნარმანიას ხვდებიან

„აუდიტორია 115“-ის წევრები დავით ნარმანიას ხვდებიან

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას ხვდებიან. შეხვედრა თსუ-ს მაღლივ კორპუსში, დავით ნარმანიას კაბინეტის გვერდით, ერთ-ერთ აუდიტორიაში მიმდინარეობს.

სტუდენტებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერით - „დავიცვათ მწვანე საფარი“, „შეჩერდეს მშენებლობა“, „ავტონომია უნივერსიტეტს“.

„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს დედაქალაქის მერთან შეკითხვები აქვთ მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებასთან და იქ დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით. სტუდენტებმა დედაქალაქის მერს უთხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას აგრძელებს.

„განსხვავებას ვერ ხედავთ?“ - ჰკითხა მათ ნარმანიამ. – ვერა, - უპასუხეს სტუდენტებმა.

დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს სთხოვა, რომ შეხვედრა დაეტოვებინათ და აღნიშნა, რომ კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.