თსუ-ს მაღლივ კორპუსში მდებარე დედაქალაქის მერ, პროფესორ დავით ნარმანიას კაბინეტთან დაცვა გააძლიერეს. ნარმანიას კაბინეტთან თსუ-ს 10-ზე მეტი დაცვის თანამშრომელი იმყოფება.
კაბინეტის წინ კი ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ელოდებიან.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც სტუდენტებმა დავით ნარმანიასთან შეხვედრის მიზნით შუამდგომლობა სთხოვეს, სტუდენტებს განუცხადა, რომ დავით ნარმანია მათ ცოტა ხანში შეხვდებოდა.
”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშნებლობას აპროტესტებენ.
როგორც ”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენელმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიების დატაცება და იქ გრანდიოზული მშენებლობის დაწყება გრძელდება.
”ფაქტობრივად უნივერსიტეტს ართმევენ განვითარების სივრცეს ისე, რომ სასწავლებლის ძირითადი წარომადგენლებისთვის არავის არაფერი უკითხვას. შენდება გრანდიოზული შენობა, ტერიტორია სრულიად უაფოდ გადაეცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, სრულიად უფასოდ მოხდა მისი პრივატიზება, ხეები გაიჩეხება და უნივერსიტეტის გვერდით გვექნება მახინჯი წვეთის ფორმის შენობა, რომელიც ჩვენს განვითარებას პირდაპირ უშლის ხელს”, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
მან მშენებლებს მოუწოდა, რომ საუნივერსიტეტო სივრცეს თავი დაანებონ.