უკრაინული მედია ქვეყნის ახალი მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობაზე წერს. როგორც „ინტერფაქს უკრაინა“ იტყობინება, ახალ სამთავრობო შემადგენლობაში პოსტებს შეინარჩუნებენ შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი, იუსტიციის მინისტრი, პაველ პეტრენკო, თავდაცვის მინისტრი, სტეფან პოლტორაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, ასევე საინფორმაციო პოლიტიკის და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერი სტეფან კუბივი იქნება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე კი ვიტალი კოვალჩუკი. იგი ასევე იქნება ეკონომიკის მინისტრიც. ევროინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტს, როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე დაკავებს. ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ალექსანდრ დანილუკი, სოციალური პოლიტიკის მინისტრს ანდრეი რევა, რომელიც ქალაქ ვინიცას მერის მოადგილეა.
რაც შეეხება ენერგეტიკისა და ჯანდაცვის მინისტრებს, მათ კანდიდატურებზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის პოსტს ვლადიმერ გროისმანი ჩაიბარებს. ახალ მინისტრთა კაბინეტს უკრაინის უმაღლესი რადა 14 აპრილს უყრის კენჭს.