ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ "NDI-ის ტენდენციური შედეგები ხშირად გამოსდის, ასეთი რამ კი, მას 2012 წლის არჩევნების წინაც მოუვიდა.
რამაზ საყვარელიძემ "პირWელთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში უცხოელები ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს. "არც მაშინ შერცხვათ იმის, რომ ისეთი პროცენტული განსხვავების დროს, როგორც რეალობიდან ჩანდა, აღარ გაეგრძელებინათ სოცილოგიური მუშაობა და ჩაეთვალათ, რომ მათთვის ეს შეუფერებელია. სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციამ კვლავ გააგრძელა სოციოლოგიური კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება",-განაცხადა საყვარელიძემ. შეგახსენებთ, რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ 15% დაუჭერდა მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 13 %.