რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახურავი ჩამოიშალა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახურავი ჩამოიშალა

ძლიერი ხანძრის შედეგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახურავი ჩამოიშალა. ცეცხლის ლოკალიზება, რომელსაც დილიდან ებრძვიან, ცოტა ხნის წინ მოხერხდა.

ხანძრის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ჩამოშლილია 1200 კვ.მ ფართის სახურავი და მისი ნგრევა კვლავაც მოსალოდნელია. უწყების ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ხანძრის ჩაქრობას 77 ერთეული ტექნიკა და 260 ადამიანი ცდილობს. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. ხანძარს უმაღლესი სირთულე აქვს მინიჭებული.