აზერბაიჯანი კონტრშეტევით ოპერაციას ცალმხრივ რეჟიმში წყვეტს

აზერბაიჯანი კონტრშეტევით ოპერაციას ცალმხრივ რეჟიმში წყვეტს

აზერბაიჯანი ცალმხრივ რეჟიმში წყვეტს კონტრშეტევით ოპერაციას. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდი" იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყება აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანმა შესაბამისი გადაწყვეტილება საერთაშორისო სტრუქტურების მოწოდებების გათვალისწინებით მიიღო და "სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტრშეტევებსა და საპასუხო ზომებს აჩერებს".

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ვაგიფ დიარგახლიმ რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ სომხეთის მხრიდან "პროვოკაციული საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში, აზერბაიჯანული მხარის პასუხი მკაცრი იქნება და შეტევითი ოპერაცია კვლავ განახლდება".

მანამდე, უწყებამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 130-ჯერ დაარღვია.