გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მთიანი ყარაბაღის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, საბრძოლო მოქმედებები დაუყონებლივ შეწყვიტონ.
როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაშია ნათქვამი, ბან კი მუნი ღრმად არის შეშფოთებული მძიმე შეიარაღების გამოყენების ფაქტებით და ინფორმაციით დიდი დანაკარგის შესახებ, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.
"გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყონებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით დაუყონებლივ გადადგან ნაბიჯები", - ნათქვამია განცხადებაში.