პან გი მუნის აპრილში საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გენერალური მდივნის პრესსამსახურში არ ადასტურებენ

პან გი მუნის აპრილში საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გენერალური მდივნის პრესსამსახურში არ ადასტურებენ

გაერო-ს გენერალური მდივნის პან გი მუნის აპრილში საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსამსახურში არ ადასტურებენ. 

როგორც გაერო-ს წარმომადგენელმა ნიკოლა კრასტევმა "ინტერპრესნიუსს" აცნობა, პან გი მუნის შესაძლო ვიზიტის თარიღთან დაკავშირებით ამ დროისთვის ინფორმაციას ვერ დააკონკრეტებენ. 

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი აპრილის ბოლოს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში გეგმავს ვიზიტს. მანამდე კი 11 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ საქართველოში პან გი მუნი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. თუმცა, მაშინ კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა.