კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესების შესახებ "კონსერვატიული პარტიის" პოზიცია დღეს გახდება ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, "კონსერვატიული პარტია" ამ დროისთვის კონსულტაციებს მართავს.
"კოალიციაში მიმდინარე პროცესების შესახებ, "კონსერვატიული პარტია" კონსულტაციებს მართავს. შაბათს, 2 აპრილს, 14:00 საათზე პარტია ეროვნული კომიტეტის სხდომას გამართავს, რის შემდგომაც პარტიის პოზიცია გახდება ცნობილი", - ნათქვამია განცხადებაში.