გუბაზ სანიკიძე –

გუბაზ სანიკიძე – "ეროვნული ფორუმი" კოალიციიდან გასვლის იდეაზე 27 დეკემბერს საუბრობდა

ჩვენ კოალიციიდან გასვლის იდეაზე 27 დეკემბერს ვსაუბრობდით, - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ გადაცემა "პოლიტიკაში" განაცხადა. მისივე თქმით, ამ იდეაზე ბაკურიანში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. 

"ერთ საიდუმლოს გავცემ, იმიტომ, რომ მოვლენებმა ისეთი სახე მიიღო, გარკვეულად ინტრიგა დაკარგა "ეროვნული ფორუმის" ქმედებამ. ჩვენ კოალიციიდან გასვლის იდეაზე უკვე 27 დეკემბერს ვსაუბრდბით ბაკურიანში, როდესაც პარტიის რაიონული თავმჯდომარეები და საბჭო შევკრიბეთ. იქ იყო ვერსია განხილული, რომ ხომ არ გავიდეთ კოალიციდან?", - განაცხადა სანიკიძემ. 

კითხვაზე - რატომ განიხილეს ეს საკითხი, სანიკიძემ აღნიშნა, რომ საერთო ინტერესები აღარ იყო.