ბათუმში, რევაზ კომახიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება რევაზ კომახიძის ქ. 117-ში, 5-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა 3 ბინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სამშველო სამსახურის უფროსმა, ხუსეინ სირაბიძემ განუცხადა, დამწვრობა მიიღო 78 წლის მამაკაცმა და ის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რაც შეეხება აფეთქების გამოწვევ მიზეზებს, როგორც ხუსეინ სირაბიძემ აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ შემთხვევა გაზის აფეთქებამ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 188-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.