მთავრობის ერთიანი კოალიციის პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე მიიღებენ

მთავრობის ერთიანი კოალიციის პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე მიიღებენ

მმართველ კოალიციაში მყოფი 5 პოლიტიკური პარტია ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას,- განაცხადა დღეს  პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

„ნორმალურია, რომ ყველა პარტიამ დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში  და ამის შემდეგ, როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვკარნახობს, შესაძლებელია კოალიციის ფორმირება“,- განმარტა კვირიკაშვილმა რესპუბლიკელების პარტიის ლიდერთან - დავით უსუფაშვილთან- შეხვედრის შემდეგ.

დღევანდელი კოალიცია, რომელიც შეიქმნა 2012 წლის არჩევნების შედეგად, მოიცავს ეროვნული  ფორუმს,კონსერვატიულ პარტიასა და პარტიას ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

რესპუბლიკური პარტია, რომელიც  საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა არალეგალურად,  გასული საუკუნის 70-იან წლებში, შეინარჩუნებს მთავრობაში თანამდებობებს კვირიკაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ოქტომბრის არჩევნებამდე.

 „2012 წელს ჩვენ შევთანხმდით ქვეყნის საერთო მართვაზე. არავითარ შემთხვევაში არ შევუქმნით საფრთხეს საქართველოს სტაბილურობას,“- თქვა უსუფაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მთავრობის სტაბილური მუშაობა არის მნიშვნელოვანი“.

 აღსანიშნავია ისიც, რომ  პარტიის ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ,პრემიერ კვირიკაშვილის გამოსვლის შემდეგ  განაცხადა, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნება“ დაშლილია.

 

http://www.lavanguardia.com/politica/20160331/40781262392/los-partidos-de-coalicion-de-gobierno-en-georgia-iran-por-separado-a-comicios.html