გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თანამდებობას 1974-1992 წლებში იკავებდა.
როგორც "ბიბისი" წერს, გენშერი აქტიურად მონაწილეობდა გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მას დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიის გაერთიანების საქმეში.
გენშერი დასავლეთსა და საბჭოთა კავშირის შორის დიალოგის გაგრძელების, ასევე ევროპული საზოგადოების შექმნის აქტიური მხარდამჭერი იყო.
1976 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გენშერის ინიციატივა ანტიტერორისტული კონვენციის შესახებ, რომლის თანახმად, არ უნდა მოხდეს ტერორისტების მოთხოვნების შესრულება, რომლებსაც მძევლები ჰყავთ აყვანილი.
ჰანს-დიტრიხ გენშერი მეუღლესთან ერთად საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას ესწრებოდა.