ეკა ბესელია ნოდარ ებანოიძეს: ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირით, დაიწყნარეთ ნერვები

ეკა ბესელია ნოდარ ებანოიძეს: ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირით, დაიწყნარეთ ნერვები

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ ეკა ბესელიასა და "რესპუბლიკელ" დეპუტატ ნოდარ ებანოიძეს შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

"ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირიხართ – დღეს რაღაც მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით, ამ რეფორმას ახლა პირველად არ ისმენთ, კანონპროექტის არსს დაუბრუნდით და იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული – დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ", - აღნიშნული განცხადებით ბესელიამ ებანოიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.

სესიაზე საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც დეპუტატებს, მეორე მოსმენით, ეკა ბესელია აცნობს.

ებანოიძემ შენიშვნები პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით გამოთქვა, რომელიც ბაღებში ასაკობრივ ჯგუფების შექმნას - ჯგუფების ერთი და იმავე ასაკის ბავშვებით დაკომპლექტებას ეხება და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით UNICEF-ის კვლევებით და დოკუმენტით "აღფრთოვანებული არ დარჩა", ბესელიას კი მიმართა, რომ ის ფსიქოლოგი არ არის.

"თქვენი ლოგიკა გავს იმას, თუ რატომ არის მესამე კლასის ბავშვი მესამე კლასელებთან და რატომ არ არის მეთუხე კლასელებთან. ზუსტად ამას ამბობთ – მე რა თქმა უნდა, ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ამაზე ფსიქოლოგები მუშაობენ და რასაც ლაპარაკობთ, რომ არ ვარგა, ეს ორჯერ ორი ოთხია. თუ იმის მტკიცებას ვიწყებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი და მათი კვლევები არ ვარგა, ნება მიბოძეთ, არ დავეთანხმო მაგ გაუგებარ ლოგიკას. რასაც ლაპარაკობთ ეს ჩემთვის არის გაუგებარი ლოგიკა", - მიმართა ბესელიამ ებანოიძეს და აღნიშა ისიც, რომ პოლიტიკური მოცემულობა ხალხს ცვლის.