პარიზის ცენტრში აფეთქება მოხდა

პარიზის ცენტრში აფეთქება მოხდა

პარიზის ცენტრში აფეთქება მოხდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე ევაკუაცია გამოცხადდა.

სოციალურ ქსელში, აფეთქების ამსახველი ფოტოები ვრცელდება.

აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, "Twitter"-ის რამდენიმე მომხმარებელი წერს, რომ შენობების დაზიანება ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის, არ ვრცელდება.