იტალიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის გახსნის საფრთხე არ არსებობს, რასაც იტალიის მთავრობაც ადასტურებს.
აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა „პირWელთან“ საუბრისას განაცხადა.
ციხელაშვილის ინფორმაციით, ეს არის რამდენიმე კერძო პირის ინიციატივა, რომელსაც იტალიის სახელმწიფო ოფიციალურად არ აღიარებს.
"ერთმა კერძო პირმა, რომელიც ადრე აფხაზურ კონტექსტში ჩანდა, როგორც ჩანს, ახლა ოსურ კონტექსტში გადაინაცვლა. ის წარმომადგენლობას დაირქმევს რაღაც კერძო სახლში თუ არა, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის დაკავშირებული რეალურ წარმომადგენლობასთან და არანაირი საფრთხე არ არსებობს. იტალიის მთავრობა ემიჯნება ამას და არანაირ წარმომადგენლობაზე არ არის საუბარი, ეს არის შიდააუდიტორიისთის გათვლილი ინფორმაცია“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, "Sputnik-ossetia-ის ინფორმაციით, იტალიაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნის ცერემონია, 2 აპრილს გაიმართება.