პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ისევ ვერ გაიხსნა

პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ისევ ვერ გაიხსნა

კვორუმის პრობლემის გამო პარლამენტის პლენარული სხდომა კვლავ ვერ გაიხსნა. სესია 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა რეგისტრაციის პროცესი დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით ჩატარდა. რეგისტრაცია პარლამენტის მხოლოდ 71-მა წევრმა გაიარა.

განმაორებითი რეგისტრაცია 15 წუთში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ ჩატარდა 30 მარტს. მიზეზი მაშინაც კვორუმის უქონლობა იყო. შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა ჩაიშალა.

პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია მუშაობა დაიწყოს, თუკი სხდომის დაწყების წინ რეგისტრაციას სულ მცირე 76 დეპუტატი გაივლის.