ზურაბ ტყემალაძე: ლიბერალებთან ჩვენ არასდროს ვითანამშრომლებთ

ზურაბ ტყემალაძე: ლიბერალებთან ჩვენ არასდროს ვითანამშრომლებთ

,,მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ არჩევნებში რა ფორმატით მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებლად გაიმართება.

"არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური მიმართულების პარტიები მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები ლიბერალები და აშ. თუმცა, მათ გარკვეული საერთო აქვთ. ლიბერალებთან ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ.

ჯერ შიდაპარტიული კონსულტაციები გვექნება, შემდეგ პოლიტიკურ პარტიებთან. მოვლენებს ჯერ წინ ნუ გავუსწრებთ. პირველ რიგში განვიხილავთ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.