მზად არის მდინარე ვერეს ხეობის შემდგომი განვითარების კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს, რომ ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი და ბიზნესცენტრები არ იქნება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა "მზიურის" ტერიტორიაზე მშენებლობების განხორციელება.
დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელია განვითარდეს სპორტული საველოსიპედო და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.
"მთავარი აქცენტი გამწვანებაზე გაკეთდება. მიმდინარეობს კონკრეტულად "მზიურისთვის" დეტალური პროექტის მომზადება. მიმდინარე წლის გაზაფხულამდე დავასრულებთ დასუფთავება-მოწესრიგების სამუშაოებს და შემდგომ დაიწყება კონკრეტულად "მზიურის" კეთილმოწყობის სამუშაოები", - განაცხადა ნარმანიამ.