,,რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი "მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც ტყემალაძემ აღნიშნა, რომ კოალიცია ფაქტობრივად დაშლილია.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ერთი კაცის განცხადებები არასოდეს არ უნდა აღვიქვათ ტრაგიკულად.
,,თუ კოალიცია დაშლილია, მაშინ ზვიად კვაჭანტირაძე რატომ დადის და რატომ აგროვებს პარლამენტის წევრებს დღევანდელი სესიისთვის. მინდა მოვახსენო ჩემს კოლეგას, ტყემალაძეს, რომ უმრავლესობა არის იურიდიული ტერმინი და არა ემოციური. მას მიაჩნია, რომ დაშლილია, მეც მიმაჩნია, რომ ჩემი მეზობლები კარგი ხალხია. ეს არ არის სერიოზული. უმრავლესობა არის მანამ, სანამ ჰყავს ლიდერი და სანამ მას ემსახურება აპარატი, ჰყავს მანქანა. სანამ უმრავლეობოაა, მანამდე უცმირესობაც არის. როგორც კი არ იქნება ურმავლესობა, უმცირესობა დაკარგავას თავის ლიდერს, თავის ხმას. ასე მარტივად არ არის. ერთი კაცის განცხადებები არასოდეს არ უნდა აღვიქვათ ტრაგიკულად. არ არის ეს ადამიანი კომპეტენტური ამ საკითხში", -განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.