ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები თანამდებობებზე უნდა დარჩნენ.
ვოლსკი ფიქრობს, რომ დავით უსუფაშვილი სერიოზული პოლიტიკოსია და ის მხოლოდ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული იქნება, მსოფლიო გამოცილებით კი მინისტრი არ შეიძლება პარტიული ინტერესებით მოქმედებდეს.
"დავით უსუფაშვილის მსგავს პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან ბევრი პარლამენტი ინატრებდა. ის სერიოზული პოლიტიკოსია და ვფიქრობ, არა ვიწროპარტიულ ინტერესებზე, არამედ, სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული იქნება. მსოფლიო გამოცდილებით, მინისტრი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს და ნებისმიერი ჩვენგანი, ვისაც პოლიტიკური პოსტი უჭირავს, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს. გამორიცხულია, ერთმანეთს შანტაჟის ენით ვესაუბროთ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ვაჭრობა დავიწყოთ", - განაცხადა ვოლსკიმ ტელეკომპანია "GDS"-ის, გადაცემა "2030"-ში სტუმრობისას.