ვაშინგტონში, ბრუკინგის ინსტიტუტთან, გუშინ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირად დაცვასა და ქურთ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც euronews.ge წერს, თურქეთის პრეზიდენტის მისვლამდე შენობასთან ქურთული "დემოკრატიული კავშირის" პარტიის 40-მდე მომხრე შეიკრიბა.
"არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც პრეზიდენტის დაცვის წევრებმა აქტივისტების შევიწროება სცადეს.
საბოლოოდ, სიტუაციაში ამერიკის პოლიცია ჩაერთო, რომელმაც კონფლიქტის განეიტრალება სცადა", - წერს euronews.ge.